ოფიციალურად - საქართველო-ბელარუსი ისევ გადაიდო
ოფიციალურად - საქართველო-ბელარუსი ისევ გადაიდო

უეფამ ევროპის 55 ქვეყნის ფედერაციასთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა, რომელზეც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, გაურკვეველი ვადით გადაიდო ივნისში გასამართი სანაკრებო მატჩები, მათ შორის, ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალები და ფინალები. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველომ შინ უნდა მიიღოს ბელარუსის ნაკრები.

ასევე გადადებულია ყველა ამხანაგური სანაკრებო შეხვედრა და ასაკობრივი ნაკრებებისთვის კონტინენტის პირველობები.