ოფიციალურად - სალაჰმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ოფიციალურად - სალაჰმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

ინგლისის ვიცე-ჩემპიონმა „ლივერპულმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ეგვიპტელ ფორვარდთან მოჰამედ სალაჰთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ. ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

„თავს კარგად ვგრძნობ. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას მოვიპოვო კლუბთან ერთად ახალი ტიტულები.

კონტრაქტის გაგრძელების პროცესი გარკვეულ დროს გართმევს. ახლა ყველაფერი მოგვარებულია და შესაძლებელია მომავალზე კონცენტრირება.

ბოლო ხუთი-ექვსი წელი წინ მივდივართ. ბოლო სეზონში ახლოს ვიყავით ოთხი ტიტულის მოგებასთან. სამწუხაროდ, ორი ტიტული ხელიდან გავუშვით.

კარგ განწყობაზე ვართ იმისთვის, რომ თითოეულ ტურნირზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. გავიფორმეთ ახალი ფეხბურთელები და გავაგრძელებთ საკუთარ თავზე მუშაობას. უნდა შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა“, – მოჰყავს სალაჰის სიტყვები კლუბის პრესსამსახურს.

ცნობილი გახდა ხელფასის ოდენობა, რომელსაც „ლივერპულის“ ფორვარდი კონტრაქტის განახლების შემდეგ მიიღებს. გაზეთ „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, სალაჰი კვირაში 350 ათას ფუნტზე მეტს გამოიმუშავებს, რითაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ასევე ახალ კონტრაქტში გაწერილია სხვადასხვა ბონუსი პირადი მიღწევებისთვის (გოლები და შედეგიანი გადაცემები).

გასულ სეზონში 30 წლის სალაჰმა 51 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.