ოფიციალურად - საჩოგბურთო სეზონი 13 ივლისამდე არ განახლდება
ოფიციალურად - საჩოგბურთო სეზონი 13 ივლისამდე არ განახლდება

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ გამოაცხადეს, რომ 2020 წლის სეზონის განახლება 13 ივლისამდე გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ WTA-სა და ATP-ს პროფესიული ტურნირები შეჩერებული ჰქონდათ 7 ივნისამდე. ახლა ეს პაუზა გაგრძელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ბალახის სეზონი გაუქმებულია.

შეგახსენებთ, ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, „დიდი სლემის” რიგით მესამე ჩემპიონატის – უიმბლდონის ორგანიზატორებმა ტურნირის გაუქმების შესახებ გამოაცხადეს.