ოფიციალურად - საბა საზონოვმა „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა #1TVSPORT
ოფიციალურად - საბა საზონოვმა „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა #1TVSPORT

საბა საზონოვი იტალიური „ტორინოს“ ფეხბურთელია, – ინფორმაციას სერია A-ს კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი იტალიაში 29 აგვისტოს გაემგზავრა, მეორე დღეს ტურინის სპორტული მედიცინის ინსტიტუტში სამედიცინო შემოწმება გაიარა და „ტორინოსთან“ კონტრაქტი გააფორმა. საზონოვი ტურინული გუნდის შემადგენლობაში 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„საფეხბურთო კლუბი „ტორინო“ აცხადებს, რომ მოსკოვის „დინამოდან“ საბა საზონოვი მუდმივი კონტრაქტის საფუძველზე შეიძინა.

2002 წელს დაბადებული ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების მთავარი გმირი იყო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე (4 მატჩი ჩაატარა და პორტუგალიასთან გაიტანა).

მოთამაშე 2021 წლის ივლისში მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, სადაც 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა. „ტორინოს“ საფეხბურთო კლუბი თბილად მიესალმება საბა საზონოვს, „ყოველთვის Forza Toro!” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ქართველმა ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერის სავარაუდო თანხა სამი მილიონი ევროა.