ოფიციალურად - „რომამ“ მთავარ მწვრთნელად ჯან პიერო გასპერინი წარადგინა #1TVSPORT
იტალიური „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯან პიერო გასპერინიმ ოფიციალურად ჩაიბარა.
გამოცდილ სპეციალისტს დედაქალაქურმა კლუბმა სამწლიანი ხელშეკრულება გაუფრომა, ის სეზონში ანაზღაურების სახით ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.
გასპერინი 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა „ატალანტას“ და გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქის მთავარი შემოქმედია.
მისი ხელმძღვანელობით ბერგამოელები ხუთჯერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, სამჯერ მიაღწიეს იტალიის თასის ფინალს, ხოლო გასულ სეზონში ევროპის ლიგა მოიგეს, რაც კლუბის პირველი საერთაშორისო ტიტულია.