ოფიციალურად - „რომა“ ევროპის ლიგის მატჩზე სევილიაში არ გაემგზავრება
ოფიციალურად - „რომა“ ევროპის ლიგის მატჩზე სევილიაში არ გაემგზავრება

„რომას“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ გუნდი არ გაფრინდება სევილიაში ევროპის ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში სათამაშოდ. „სევილიამ“ არ მოისურვა იტალიურ კლუბთან თამაში და „რომამ“ ვერ მიიღო ესპანეთში დაშვების უფლება.

ადრე წერდნენ, რომ ფრენა ესპანეთსა და იტალიას შორის აკრძალულია კორონვირუსის საფრთხის გამო, ამიტომაც რომაელებმა არ იცოდნენ, როგორ ჩაეღწიათ სევილიაში.

მატჩი 12 მარტს უნდა გამართულიყო. ჯერჯერობით უცნობია ამ ამბავზე უეფას რეაქცია.