ოფიციალურად - როდრიგო დე პაული მესის თანაგუნდელი გახდა #1TVSPORT
ოფიციალურად - როდრიგო დე პაული მესის თანაგუნდელი გახდა #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკომ“ ნახევარმცველ როდრიგო დე პაულის წასვლის შესახებ გამოაცხადა.

არგენტინელი ფეხბურთელი კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს და ლიონელ მესის თანაგუნდელი გახდება.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 15 მილიონი ევრო შეადგინა.

31 წლის ცენტრალური ნახევარმცველი „ატლეტიკოში“ 2021 წლიდან თამაშობდა, 187 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 26 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.