ოფიციალურად – როდრი „ბარსელონას“ ფეხბურთელია #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, როდრის გაფორმების შესახებ.
გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 76.5 მილიონი ევრო შეადგინა ბონუსების გათვალისწინებით. კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
როდრი „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლიდან თამაშობდა და ამ გუნდის რიგებში 13 ტიტული მოიპოვა, მათ შორის, ერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ – პრემიერლიგა.
ცხრილი იტვირთება…