ოფიციალურად – რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

18:05, 16.05.2026
BARCELONA, SPAIN - MAY 28: Robert Lewandowski of FC Barcelona looks on during the LaLiga Santander match between FC Barcelona and RCD Mallorca at Spotify Camp Nou on May 28, 2023 in Barcelona, Spain. (Photo by David Ramos/Getty Images)

BARCELONA, SPAIN - MAY 28: Robert Lewandowski of FC Barcelona looks on during the LaLiga Santander match between FC Barcelona and RCD Mallorca at Spotify Camp Nou on May 28, 2023 in Barcelona, Spain. (Photo by David Ramos/Getty Images)

პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

„ოთხი წელი გამოწვევებისა და დაძაბული მუშაობის შემდეგ მოვიდა ახალი ნაბიჯის გადადგმის დრო. მივდივარ იმ გრძნობით, რომ შევასრულე საკუთარი მისია. ოთხი სეზონი, სამი საჩემპიონო ტიტული. არასოდეს დამავიწყდება ის სიყვარული, რომელსაც პირველივე დღეებიდან ვიღებდი გულშემატკივრებისგან. კატალონია – ჩემი სახლია. მადლობა ყველას, ვისაც შევხვდი ამ ოთხი შესანიშნავი წლის განმავლობაში. განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ლაპორტას იმ შესაძლებლობისთვის, რომელმაც ჩემი კარიერის ეს დაუჯერებელი ეტაპი განმაცდევინა. „ბარსელონა“ დაბრუნდა იქ, სადაც არის მისი ადგილი“, – დაწერა ლევანდოვსკიმ სოციალურ ქსელში.

ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ 2022 წელს გადავიდა. 37 წლის ფორვარდმა ამ პერიოდში ყველა ტურნირზე 191 მატჩი ჩაატარა, 119 გოლი გაიტანა და 24 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. კატალონურ კლუბში პოლონელმა სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, სამჯერ გაიმარჯვა ესპანეთის სუპერთასზე და ერთხელ – ესპანეთის თასზე.

მსგავსი