ოფიციალურად - „რეალმა“ ლუკა იოვიჩი იყიდა
ოფიციალურად - „რეალმა“ ლუკა იოვიჩი იყიდა

მადრიდის „რეალმა“ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა ფრანქფურტის „აინტრახტიდან“ სერბეთის ნაკრების 21 წლის ფორვარდის ლუკა იოვიჩის შეძენის თაობაზე.

ტრანსფერის თანხა ოფიციალურად არ გაჟღერებულა, თუმცა, გაზეთმა „მარკამ“ (Marca) დაწერა, რომ „რეალმა“ იოვიჩში 65 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ თანხის 30 პროცენტი ლისაბონის „ბენფიკას“ ეკუთვნის, საიდანაც „აინტრახტმა“ იანვარში გამოისყიდა შვიდ მილიონ ევროდ სერბი ფეხბურთელი.

გარიგების საბოლოოდ დასრულებისთვის, იოვიჩს სამედიცინო შემოწმების გავლა დასჭირდება.
გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 48 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.