ოფიციალურად - რეალმა ხულენ ლოპეტეგი დაითხოვა
ოფიციალურად - რეალმა ხულენ ლოპეტეგი დაითხოვა

მადრიდის „რეალმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ხულენ ლოპეტეგი დაითხოვა – წერს „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებ-გვერდი. მოვალეობის შემსრულებლად სანტიაგო სოლარი დაინიშნა, რომელიც სათავეში „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს ედგა.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რათა შეიცვალოს გუნდის დინამიკა – წერია „რეალის“ ოფიციალურ განცხადებაში. – ამოცანები, რომელიც ამ სეზონისთვის არის დასახული, ჯერ ისევ შესრულებადია. „რეალიდან“  „ოქროს ბურთზე“ რვა ფეხბურთელია ნომინირებული და შესაბამისად, დირექტორთა საბჭო აცნობიერებს, რომ არსებობს უდიდესი დისპროპორცია კლუბის მოთამაშეთა დონესა და მიმდინარე შედეგებს შორის. კლუბი მადლობას უხდის ხულენ ლოპეტეგის და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და მას მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს.“

ლოპეტეგი „რეალს“ სათავეში, 2018 წლის 14 ივნისს ჩაუდგა, როცა ხელი სამწლიან კონტრაქტს მოაწერა. 28 ოქტომბერს „რეალმა“ დიდი ანგარიშით წააგო „ბარსელონასთან“ და გათამაშების ცხრილში მეცხრე ადგილზე ჩამოვარდა.