ოფიციალურად - „რეალმა“ ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველი შეიძინა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა ინგლისური „ბორნმუთიდან“ ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველის, დინ ჰუისენის შეძენა,
20 წლის ფეხბურთელი „რეალს“ პირველი ივნისიდან შეუერთდება. მასთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, ჰუისენის ტრანსფერის თანხა 58 მილიონ ევროს გაუტოლდებიდა.
ჰუისენი „მალაგას“ აღზრდილია. ამ სეზონში მან პრემიერლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.