ოფიციალურად - რანდალ კოლო მუანი „პარი სენ-ჟერმენიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა #1TVSPORT
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს იჯარის წესით ტურინის „იუვენტუსში“ გაატარებს.
26 წლის თავდამსხმელი პარიზულმა კლუბმა 2023 წელს 95 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ შეიძინა. გუნდის მაისურით ჩატარებულ 54 მატჩში მან 11 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში კოლო მუანის პსჟ-ს მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და მას მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 17 იანვარს „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელია 70 მილიონ ევროდ შეიძინა.