მიუნხენის „ბაიერნმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს რაფაელ გერეირო.
პორტუგალიელი განაპირა მცველი მიუნხენურ კლუბში 2023 წელს „დორტმუნდიდან“ გადავიდა. გერეირომ „ბაიერნში“ 89 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.
ამ სეზონში რაფაელ გერეირომ ყველა ტურნირზე 13 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.