ოფიციალურად - ქარიმ ბენზემა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT
ოფიციალურად - ქარიმ ბენზემა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ქარიმ ბენზემა ტრავმის გამო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს, – ამის შესახებ გაზეთმა Le Parisien-მა დაწერა.

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვადაზე ადრე დატოვა გუნდის ვარჯიში. ფრანგულ პრესაში თავდაპირველად დაიწერა, რომ ფორვარდმა მუხლის ძველი ტრავმა გაიმიზეზა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ბენზემას ბარძაყის დაზიანება აქვს.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ თავდამსხმელი ვერ შეძლებს ყატარში თამაშს. ახლა, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა თავისი გუნდის პირველი თამაშიდან 24 საათითი ადრე, ანუ ორშაბათს საღამომდე უნდა იპოვნოს ბენზემას შემცვლელი. სავარაუდოდ, ეს იქნება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი ანტონი მარსიალი, რომელიც ასევე ბევრს ტრავმიანობდა ამ სეზონში და ჯამში ინგლისურ კლუბში შვიდი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ბენზემამ ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა: „ცხოვრებაში არასოდეს ვნებდებოდი, მაგრამ დღეს გუნდზე უნდა ვიფიქრო, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი. იძულებული ვარ ნაკრებში ჩემი ადგილი დავუთმო მოთამაშეს, რომელიც დაეხმარება ჩვენს გუნდს კარგად გამოვიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“.

საფრანგეთის ნაკრები ყატარში D ჯგუფში ითამაშებს ავსტრალიის, დანიისა და ტუნისის წინააღმდეგ.