ოფიციალურად პსჟ-მა ლუის ენრიკესთან და ხუთ ფეხბურთელთან კონტრაქტები გააგრძელა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ სოციალურ ქსელში გამოაცხადა კონტრაქტების გაგრძელების შესახებ ნახევარმცველებთან ლუკას ბერალდოსთან, სენი მაიულუსთან, ჟოაო ნევეშთან, ფაბიან რუისთან და მცველ ვილიამ პაჩოსთან.
მაიულუს, ბერალდოს, პაჩოსა და ნევეშის შემთხვევაში ხელშეკრულებები 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, რუისთან კი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა.
გარდა ამისა, საფრანგეთის ჩემპიონმა დაადასტურა კონტრაქტის გახანგრძლივება ლუის ენრიკესთან. ესპანელი სპეციალისტი გუნდში 2030 წლის ზაფხულამდე იმუშავებს. ენრიკეს მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო ძალაში.