ოფიციალურად – პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუსი გახდა #1TVSPORT

20:30, 10.07.2026

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჟორჟე ჟეზუსმა დაიკავა, – ინფორმაცია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

ჟეზუსმა ამ პოზიციაზე რობერტო მარტინესი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო დატოვა – პორტუგალია მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა. ახალმა მწვრთნელმა ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და გუნდს მომდევნო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გაუძღვება.

ჟეზუსი ბოლოს საუდის არაბეთში მუშაობდა, ის კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრის“ ედგა სათავეში და ქვეყნის ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

71 წლის სპეციალისტს კარიერის მანძილზე ასევე უმუშავია „ბენფიკაში“, „სპორტინგში“, „ალ-ჰილალში“, „ფლამენგოსა“ და „ფენერბახჩეში“.

მსგავსი