ოფიციალურად - პოლ პოგბა „მონაკოს“ ფეხბურთელია #1TVSPORT
ოფიციალურად - პოლ პოგბა „მონაკოს“ ფეხბურთელია #1TVSPORT

პოლ პოგბა კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს. ლიგა 1-ის კლუბმა 32 წლის ნახევარმცველთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

პოგბა „მონაკოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ნახევარმცველი ბოლოს მოედანზე 2023 წლის სექტემბერში იყო. ამის შემდეგ მან ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო, რომელსაც ამა წლის მარტში გაუვიდა ვადა. ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

ფრანგის ბოლო კლუბი იყო ტურინის „იუვენტუსი“, რომელმაც ნახევარმცველთან კონტრაქტი 2023 წლის ნოემბერში გაწყვიტა.