23 წლის ინგლისელი ფორვარდი ნონი მადუეკე „ჩელსიდან“ „არსენალში“ გადავიდა.
კლუბმა ხელშეკრულებას „მრავალწლიანი“ უწოდა, თუმცა ინგლისურმა პრესამ გაარკვია, რომ მადუეკემ 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი „არსენალთან“.
არაოფიციალური ინფორმაციით, „არსენალმა“ მადუეკეში 50 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადა, ასევე გათვალისწინებულია ბონუსები.
ფორვარდმა ახალ კლუბში 20-ნომრიანი მაისური აიღო.
ნონი მადუეკემ „ჩელსის“ რიგებში ორსეზონ-ნახევარი ითამაშა, პრემიერლიგაში 67 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.