ოფიციალურად – ნ’გოლო კანტე მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT

06:57, 19.10.2022
LONDON, ENGLAND - AUGUST 14: N'Golo Kante of Chelsea during the Premier League match between Chelsea FC and Tottenham Hotspur at Stamford Bridge on August 14, 2022 in London, United Kingdom. (Photo by Marc Atkins/Getty Images)

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.

„ჩელსის“ ფეხბურთელმა ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და ახლა, 31 წლის კანტეს აღდგენითი პროცესი ოთხ თვეს დაიკავებს. შესაბამისად, ნახევარმცველი ვერ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე და ვერ დაეხმარება საფრანგეთის ნაკრებს ტიტულის დაცვაში.

ამ სეზონში კანტემ პრემიერლიგაში ორი მატჩი ჩაატარა. ის 14 აგვისტოს შემდეგ არ გასულა მოედანზე.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

მსგავსი