ოფიციალურად - ნეიმარმა „სანტოსთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
ოფიციალურად - ნეიმარმა „სანტოსთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

ბრაზილიურმა „სანტოსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ახალი კონტრაქტის გაფორმება ნეიმართან.

33 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე იქნება ძალაში და ითვალისწინებს გახანგრძლივების პერსპექტივას.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ამა წლის იანვარში დაბრუნდა „სანტოსში“ და ივნისის ბოლომდე გააფორმა კონტრქტი.

სხვადასხვა ტრავმის გამო ფორვარდმა მხოლოდ 12 მატჩის გამართვა მოსწრო ბრაზილიურ გუნდში, სამი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.