ბრაზილიურმა „სანტოსმა“ ფორვარდ ნეიმარის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი „სანტოსში“ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალიდან“ გადავიდა თავისუფალი აგენტის რანგში.
თავის სოციალურ ქსელში ბრაზილიურმა კლუბმა გამოაქვეყნა ვიდეო ფორვარდის საუკეთესო მომენტებით და წარწერით – „პრინცი დაბრუნდა“.
ნეიმარი „სანტოსის“ აღზრდილია. ბრაზილიელი ამ გუნდში 2009-13 წლებში გამოდიოდა, ჯამში 225 მატჩი ჩაატარა, 136 გოლი გაიტანა და 64 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.