ოფიციალურად - ნავალოვსკი ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა
ოფიციალურად - ნავალოვსკი ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა

გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – გიორგი ნავალოვსკი ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა კლუბთან კონტრაქტი დღეს გააფორმა.

პრეზენტაცია ბათუმის „დინამოს“ ანგისას ბაზაზე გაიმართა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 32 წლის მოთამაშემ ბათუმელებთან კონტრაქტი ხანმოკლე ვადით გააფორმა.

„გიორგი „დინამოში“ მიმდინარე წლის ივნისამდე დარჩება. თუმცა კონტრაქტი დიდი ალბათობით ზაფხულში გახანგრძლივდება“, – წერია ბათუმელთა გვერდის გავრცელებულ ცნობაში.

პრეზენტაციაზე გიორგი ნავალოვსკის გუნდის მუდმივნომრიანი ფორმა გადასცეს – საქართველოს ნაკრების მცველი „დინამოში“ 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

დიდი ალბათობით ნავალოვსკი გუნდში სადებიუტო შეხვედრას დრეს ჩაატარებს – „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ ბათუმის „დინამო“ დღეს, 21:00 საათზე, ანგისას ბაზაზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი