ოფიციალურად - „ნაპოლიში“ ჯენარო გატუზო დაინიშნა
ოფიციალურად - „ნაპოლიში“ ჯენარო გატუზო დაინიშნა

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო გახდა. ადრე იყო გამოცხადებული, რომ გატუზო 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს „ნაპოლისთან“ და თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება, ხელშეკრულება ერთი წლის გახანგრძლივდება.

გატუზომ მოასწრო ჟურნალისტებთან ელაპარაკა გუნდის სამომავლო გეგმებზე:

„ანჩელოტი ჩემთვის მამასავითაა. მთელი ეს წლები ის ჩემ გვერდით იყო და ნებისმიერ სიტუაციაში მეხმარებოდა. მან ყველაფერი მოიგო, მე კი ჯერ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი. დღეს გვჭირდება ქულების დაგროვება და კარგი პოზიციის დაკავება იტალიის ჩემპიონატში, რათა მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგაზე. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს“, – მოჰყავს გატუზოს სიტყვები „ნაპოლის“ პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, სამშაბათს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს კარლო ანჩელოტი.