ოფიციალურად - „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი კვირას გადაიტანეს #1TVSPORT
ოფიციალურად - „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი კვირას გადაიტანეს #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ შორის „სტადიო მარადონაზე“ შაბათს აღარ გაიმართება, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

გუნდები კვირას, 30 აპრილს ითამაშებენ. საკითხი ნეაპოლის პრეფექტურაში გადაწყდა და ოფიციალურად გამოცხადდა. გადაწყვეტილება გააღიზიანებს „სალერნიტანას“ გულშემატკივრებს, რადგან ბევრ მათგანს სამგზავრო ბილეთის თავიდან შეძენა მოუწევს.

კვირას „ინტერისა“ და „ლაციოს“ მატჩიც შედგება, რომლის შედეგზეც ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება „ნაპოლი“. სწორედ აღნიშნულ დაპირისპირებაში გადაწყდება, მოიპოვებს თუ არა „პარტენოპეი“ ჩემპიონის ტიტულს ექვსი ტურით ადრე.

„ნაპოლის“ ქომაგები კმაყოფილები არიან, რადგან „სალერნიტანასთან“ გამარჯვებისა და „ლაციოს“ წარუმატებლობის შემთხვევაში სკუდეტოს მოგების აღნიშვნას შეძლებენ.