ოფიციალურად – „მონაკომ“ „ბარსელონადან“ ფატი გამოისყიდა #1TVSPORT
Ansu Fati of Barcelona participates in the La Liga 2024/25 match between Valladolid and Barcelona at Jose Zorrilla Stadium in Valladolid, Spain, on May 3. (Photo by Guillermo Martinez/NurPhoto via Getty Images)
„მონაკომ“ გაააქტიურა „ბარსელონას“ ფორვარდის ანსუ ფატის გამოსყიდვის ოპცია. ესპანელ ფეხბურთელთან გაფორმდა კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე, – იტყობინება მონეგასკური კლუბის პრესსამსახური.
„მონაკომ“ ფატი იჯარით 2025 წლის ზაფხულში აიყვანა. გასულ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 30 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
ფატი „ბარსელონას“ აღზრდილია. კატალონურ კლუბში მან ჯამში 123 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასევე მის აქტივშია ესპანეთის ნაკრებში 10 მატჩი და ორი გოლი.