ოფიციალურად - მომავალ სეზონში ევროთასების კვალიფიკაციები ერთმატჩიანი იქნება
ოფიციალურად - მომავალ სეზონში ევროთასების კვალიფიკაციები ერთმატჩიანი იქნება

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის კვალიფიკაციის ფორმატი შეიცვლება.

კერძოდ, წყვილებში გამარჯვებულები არა ორი, არამედ ერთი მატჩის მეშვეობით გაირკვევა. თამაშების მასპინძლებს წილისყრის შედეგად გაარკვევენ. მხოლოდ დასკვნით რაუნდებში გაიმართება ორმატჩიანი დუელები.

ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის თარიღები:

წინასწარი რაუნდი – 8-11 აგვისტო

I საკვალიფიკაციო – 18-19 აგვისტო

II საკვალიფიკაციო – 25-26 აგვისტო

III საკვალიფიკაციო – 15-16 სექტემბერი

პლეი ოფი – 22 და 30 სექტემბერი

ჯგუფური ეტაპის თარიღები:

I ტური – 20-21 ოქტომბერი

II ტური – 27-28 ოქტომბერი

III ტური – 3-4 ნოემბერი

IV ტური – 24-25 ნოემბერი

V ტური – 1-2 დეკემბერი

VI ტური – 8-9 დეკემბერი

დატოვე კომენტარი