ოფიციალურად - მოდრიჩმა „რეალთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
ოფიციალურად - მოდრიჩმა „რეალთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

„რეალის“ ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა კონტრაქტი გააგრძელა მადრიდულ კლუბთან, – წერს „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებგვერდი. ხორვატის ახალი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

გასულ სეზონში მოდრიჩმა ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ხორვატი ნახევარმცველი 2012 წლიდან თამაშობს „რეალში“. 11 სეზონის განმავლობაში მან 488 მატჩი ჩაატარა და 23 ტიტული მოიგო: 3 – ლა ლიგა, 2 – ესპანეთის თასი, 4 – ესპანეთის სუპერთასი, 5 – ჩემპიონთა ლიგა, 5 – კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი, 4 – ევროპის სუპერთასი.