ოფიციალურად: მესიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააგრძელა
ოფიციალურად: მესიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააგრძელა

“ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესის კატალონურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, – ამის შესახებ თავად “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი წერს.

ახალი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. მასში დასახელებულია არგენტინელის გასაყიდი თანხა – 700 მილიონი ევრო.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ “ბარსელონა” არგენტინელთან უვადო კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. 30 წლის არგენტინელთან ამჟამინდელ კონტრაქტს წლევანდელი სეზონის შემდეგ ეწურებოდა ვადა.

მესი “ბარსელონაში” 2004 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში, მან ყველა ტურნირზე 602 მატჩი ჩაატარა და 523 გოლი გაიტანა.