ოფიციალურად – მაურისიო პოჩეტინო აშშ-ის ნაკრებში 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით დარჩება #1TVSPORT
მაურისიო პოჩეტინომ და აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი გაახანგრძლივეს. არგენტინელი მწვრთნელი ამერიკის ეროვნულ გუნდს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის.
პოჩეტინო აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2024 წლიდან იკავებს. ახლახან გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან გუნდი მერვედფინალამდე მიიყვანა, სადაც ბელგიის ნაკრებთან დამარცხდა.
სანაკრებო კარიერამდე იგი საკლუბო ფეხბურთში მოღვაწეობდა. პოჩეტინო „ესპანიოლს“, „საუთჰემპტონს“, „ტოტენჰემს“, „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ ავარჯიშებდა.