ოფიციალურად - მასიმილიანო ალეგრი „მილანის“ მწვრთნელია #1TVSPORT
ოფიციალურად - მასიმილიანო ალეგრი „მილანის“ მწვრთნელია #1TVSPORT

„მილანმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. მან სერჟიო კონსეისაო შეცვალა, რომელსაც რამდენიმე საათით ადრე დაატოვებინეს თანამდებობა.

57 წლის ალეგრი ადრე უკვე ავარჯიშებდა „მილანს“ – 2010-14 წლებში და გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო „იუვენტუსი“ რომელიც 2024 წლის მაისში დატოვა.

დასრულებულ სეზონში „მილანმა“ მერვე ადგილი დაიკავა სერია A-ში და ევროტურნირებზე ვერ მოხვდა.