ოფიციალურად – მანეს აკლიუში პსჟ-ში გადავიდა #1TVSPORT

20:59, 06.08.2026

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „მონაკოდან“ საფრანგეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, მანეს აკლიუშის ტრანსფერის შესახებ.

24 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ახალ კლუბში მე-11 ნომრით ითამაშებს, საფრანგეთის ჩემპიონთან 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

გაზეთ L’Équipe-ის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 50 მილიონი ევრო შეადგინა.

გასულ სეზონში ლიგა 1-ის 31 მატჩში აკლიუშმა ექვსი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი