ოფიციალურად - „მანჩესტერ სიტიმ“ ტიჯანი რეინდერსი შეიძინა #1TVSPORT
ოფიციალურად - „მანჩესტერ სიტიმ“ ტიჯანი რეინდერსი შეიძინა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა „მილანიდან“ ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველის, ტიჯანი რეინდერსის ტრანსფერის შესახებ.

26 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ სიტი“ „მილანს“ ბონუსების გათვალისწინებით 70 მილიონ ევროს გადაუხდიდა. ტრანსფერის ფიქსირებული თანხაა 57 მილიონი ევრო.

რეინდერსმა „ალკმაარიდან“ „მილანში“ გადასვლის შემდეგ იტალიაში ორი წელი გაატარა. გასულ სეზონში 37 მატჩი ითამაშა, 10 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ბოლო სამ დღეში სამი ახალი ფეხბურთელი წარადგინა – ალჟირელი მცველი რაიან აიტ-ნური (შეიძინა „ვულვერჰემპტონიდან“), ფრანგი გარემარბი რაიან შერკი („ლიონი“) და ტიჯანი რეინდერსი.