ოფიციალურად - ლუკაკუ „ინტერში“ დაბრუნდა #1TVSPORT
ოფიციალურად - ლუკაკუ „ინტერში“ დაბრუნდა #1TVSPORT

ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ მილანის „ინტერში“ დაბრუნდა.

იტალიის ვიცე-ჩემპიონმა თავდამსხმელი იჯარით „ჩელსიდან“ აიყვანა. ერთი წლის წინ, სწორედ ამ გუნდში გაყიდა „ინტერმა“ ლუკაკუ 113 მილიონ ევროდ.

„დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ. ვასრულებ ჩემს დანაპირებს“, – განაცხადა ლუკაკუმ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

როგორც პრესაში იწერება, „ინტერი“ ფეხბურთელის ერთი სეზონით იჯარისთვის რვა მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც დაემატება ბონუსები შედეგიანობის მიხედვით. გარდა ამისა, ეს გარიგება რომ შემდგარიყო. ლუკაკუ ხელფასის 35-პროცენტიან კლებას დათანხმდა.

დატოვე კომენტარი