ოფიციალურად - ლუის სუარესი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია
ოფიციალურად - ლუის სუარესი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია, – იუწყება მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

33 წლის ურუგვაელმა „ატლეტიკოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სუარესი „ბარსელონას“ რიგებს 2014 წელს შეუერთდა. ურუგვაელმა ფეხბურთლმა კატალონიურ კლუბთან ერთად ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერთასი.

გასულ სეზონში ლუის სუარესმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 ბურთი და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დღეს, მესიმ და ნეიმარმა თავის ყოფილ თანაგუნდელს თანადგომა გამოუცხადეს და სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ სუარესის „ბარსელონადან“ გაშვება კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის დიდი შეცდომა იყო.

დატოვე კომენტარი