ოფიციალურად - ლუის დიასი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ოფიციალურად - ლუის დიასი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ კოლუმბიელი თავდამსხმელის, ლუის დიასის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპულს“ გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო მასთან ხელშეკრულება 2029 წლის 30 ივნისის ჩათვლით გააფორმა.

28 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი „ლივერპულის“ ღირსებას 2022 წლის იანვრიდან იცავდა. ინგლისური გუნდის მაისურით მან ყველა ტურნირზე 148 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა.

2025 წელს ლუის დიასი გუნდთან ერთად ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა, მან ასევე ორჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი და ერთხელ – ასოციაციის თასი.