ოფიციალურად – ლუჩანო სპალეტიმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ გაახანგრძლივა კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდე. ამის შესახებ დაწერა „იუვენტუსის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა.
67 წლის სპალეტი „იუვენტუსს“ 2025 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში. თავდაპირველად, მისი ხელშეკრულება ტურინულ კლუბთან ერთწლიანი იყო. ახლა, კონტრაქტი ორი წლით გახანგრძლივდა და იტალიელი სპეციალისტი ხელფასის სახით წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს.
„იუვენტუსი“ სერია A-ს ცხრილში მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.