ოფიციალურად - „ლიონის“ მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა გახდა #1TVSPORT
ოფიციალურად - „ლიონის“ მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა გახდა #1TVSPORT

ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა „ლიონმა“ მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელი პაულო ფონსეკა დანიშნა.

კონტრაქტის მიხედვით, 51 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი გიორგი მიქაუტაძის გუნდს 2027 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის. ბოლოს ის „მილანს“ ავარჯიშებდა და თანამდებობა ერთი თვის წინ დატოვა.

ფონსეკას პორტუგალიაში, იტალიაში, უკრაინასა და საფნრაგეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. „პორტუსთან“ ერთად მან პორტუგალიის სუპერთასი მოიგო, ხოლო „ბრაგას“ პორტუგალიის თასი მოაგებინა. ფონსეკას ხელმძღვანელობით დონეცკის „შახტარი“ სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი და სამჯერ ქვეყნის თასი მოიპოვა, ერთხელ დაეუფლა სუპერთასს.

უშუალოდ საფრანგეთში ბოლოს ის „ლილს“ წვრთნიდა. 2022 წლის 29 ივნისიდან 2024 წლის 5 ივნისის ჩათვლით ფონსეკამ გუნდს 90 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 47 მოიგო.

პაულო ფონსეკა „ლიონის“ ისტორიაში 34-ე მთავარი მწვრთნელია. მასთან ერთად „ლიონი“ პირველ მატჩს 2 თებერვალს „მარსელთან“ ჩაატარებს.