ოფიციალურად - ლევან ყენია „საბურთალოს“ ფეხბურთელია
ოფიციალურად - ლევან ყენია „საბურთალოს“ ფეხბურთელია

ლევან ყენია „საბურთალოს“ ფეხბურთელი გახდა. საქართელოს ნაკრებში ნათამაშები ნახევარმცველი ქვეყნის ჩემპიონთან ერთად თითქმის თვეა ვარჯიშობს, მაგრამ მისი ტრანსფერის დადასტურება ვერ ხერხდებოდა.

საქმე ისაა, რომ 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ბოლოს ლუყქსემბურგის „დუდელანჟს“ ეკუთვნოდა, რომელთანაც კონტრაქტის ვადა ამოეწურა, მაგრამ გუნდი გათავისუფლების ფურცელის გამოგზავნას არ ჩქარობდა.

ამის გამო ლევან ყენიამ ჩემპიონთა ლიგაზე „საბურთალოს“ ვერც ტირასპოლის „შერიფთან“ დაეხმარა და ვერც ზაგრების „დინამოსთან“. მაგრამ ყენიას ამის საშუალება უკვე გააჩნია და გუნდის ფორმას შემდეგ ეტაპზე მოირგებს.