ოფიციალურად - ლეროი სანე „გალათასარაის“ ფეხბურთელია #1TVSPORT
ოფიციალურად - ლეროი სანე „გალათასარაის“ ფეხბურთელია #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების გარემარბის, ლეროი სანეს სატრანსფერო საგა ოფიციალურად დასრულდა.

„გალათასარაი“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში მიესალმა სანეს თურქული კლუბის მოთამაშის რანგში.

იტყობინებიან, რომ სანეს კონტრაქტი „გალათასარაისთან“ 2028 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს, ხოლო 29 წლის ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება.

ექსბაიერნელმა ლეროი სანემ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და პირველი ივლისიდან „გალათასარაის“ სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება.