ოფიციალურად – ლამინ იამალი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT

21:42, 05.06.2026

„ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი 2025-26 წლების სეზონის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

პრიმერას გასულ სეზონში გარემარბმა კატალონურ კლუბში 28 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, „ბარსელონა“ კი 38 ტურში 94 ქულით ზედიზედ მეორედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

მსგავსი