ოფიციალურად - კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ბრუნდება #1TVSPORT
ოფიციალურად - კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ბრუნდება #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი 2024 წლის შემოდგომაზე აღარ იძახებდა გუნდში კილიან მბაპეს, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ეროვნულ გუნდში დაბრუნდება.

დეშამის თქმით, მბაპე ფრანგების შემადგენლობაში იქნება მარტში უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში, სადაც საფრანგეთს ხორვატიის ნაკრებთან უწევს დაპირისპირება.

შარშან, შემოდგომაზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მბაპეს კონფლიქტი ჰქონდა დეშამთან და ფორვარდს აღარ სურდა მისი ხელმძღვანელობით ეროვნულ გუნდში თამაში.