ოფიციალურად - კიკე სეტიენი „ბარსელონადან“ გაუშვეს
ოფიციალურად - კიკე სეტიენი „ბარსელონადან“ გაუშვეს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა დატოვა თავისი პოსტი. კლუბმა მისი გადაყენების გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ 2:8 განადგურების შემდეგ მიიღო.

„ბარსელონაში“ გამოაცხადეს, რომ ახალი მწვრთნელის სახელს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. სავარაუდოდ, გუნდს რონალდ კუმანი ჩაიბარებს.

61 წლის სეტიენი იანვრიდან ედგა სათავეში კატალონურ კლუბს ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა ლა ლიგაში და სეზონში ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო. სეტიენის „ბარსაში“ მოღვაწეობა მოიცავს 25 მატჩს – 16 მოგება, ოთხი ფრე და ხუთი წაგება.