ოფიციალურად - ხავიერ მასკერანო „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
ოფიციალურად - ხავიერ მასკერანო „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ოფიციალურად დაინიშნა MLS-ის კლუბის, „ინტერ მაიამის“ მთავარ მწვრთნელად. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება.

უფრო ადრე პრესაში დაიწერა, რომ მხარეებმა სამწლიანი კონტრაქტის შესახებ მოილაპარაკეს.

შეგახსენებთ, რომ MLS-ის პლეი ოფის პირველი რაუნდიდან გავარდნის შემდეგ, „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ხერარდო მარტინომ.

„ინტერ მაიამიში“ თამაშობს ლიონელ მესი, რომელიც მასკერანოს პარტნიორი იყო „ბარსელონაში“. ფლორიდულ კლუბში ასევე თამაშობენ „ბარსელონას“ სხვა ყოფილი ფეხბურთელები – ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა.