ოფიციალურად - ხამეს როდრიგესი „ევერტონის“ ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - ხამეს როდრიგესი „ევერტონის“ ფეხბურთელი გახდა

მადრიდის „რეალის” ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ოფიციალურად გადავიდა „ევერტონში“. კონტრაქტი 29 წლის კოლუმბიელ ფეხბურთელთან „2+1“ სქემით გაფორმდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 22 მილიონი ფუნტი შეადგინა.

„ძალიან მიხარია ამ დიად კლუბში გადასვლა, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს. აგრეთვე, მხიბლავს იმ მწვრთნელთან მუშაობის პერსპექტივა, რომელიც კარგად მიცნობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ კარლო ანჩელოტის თავის ასისტენტებთან ერთად შეუძლია დიდი შედეგების მიღწევა. ანჩელოტის ფაქტორი – ჩემი გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მასთან ერთად შესანიშნავი პერიოდები მქონდა ორ კლუბში. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო აქ მოსასვლელად.

თავიდანვე კარგი წინათგრძნობა მაქვს და ეს შესანიშნავია“, – განუცხადა ხამესმა „ევერტონის“ პრეს-სამსახურს.

გასულ სეზონში როდრიგესმა 14 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. სულ მან „რეალის“ რიგებში 125 მატჩი, 37 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი დააგროვა.