ოფიციალურად - კეპა არისაბალაგა მადრიდის „რეალის“ ახალი მეკარეა #1TVSPORT
ოფიციალურად - კეპა არისაბალაგა მადრიდის „რეალის“ ახალი მეკარეა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ესპანელი მეკარე კეპა არისაბალაგა კარიერას „სამეფო კლუბში“ გააგრძელებს.

„რეალმა“ ახალი მეკარის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტიბო კურტუამ მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, ბელგიელი მოედანზე გასვლას შვიდი-რვა თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

კეპა არისაბალაგა მადრიდულ გუნდში, 2024 წლის ივნისის ჩათვლით, „ჩელსიდან“ საიჯარო ხელშეკრულებით ითამაშებს. ესპანელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

საკლუბო კარიერის მანძილზე არისაბალაგამ ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ევროპის ლიგა და უეფა-ს სუპერთასი მოიგო. ის ასევე გახდა ერთა ლიგის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებთან ერთად.