ოფიციალურად - კარლოს ალკარასი როლან გაროსზე ტიტულს ვერ დაიცავს #1TVSPORT
ოფიციალურად - კარლოს ალკარასი როლან გაროსზე ტიტულს ვერ დაიცავს #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების შვიდგზის ჩემპიონი, ესპანელი კარლოს ალკარასი ტრავმის გამო როლან გაროსს გამოტოვებს. ამის შესახებ მსოფლიოს მეორე ნომერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„გამოკვლევის შედეგების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება სიფრთხილის გამოჩენა და უარის თქმა რომის „მასტერსსა“ და როლან გაროსზე. ამით შესაძლებელი იქნება აღდგენის დინამიკის შეფასება და მოგვიანებით კორტზე დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება. ეს რთული მომენტია ჩემთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდები“, – დაწერა ალკარასმა, რომელმაც მაჯის ტრავმა ბარსელონის ტურნირზე მიიღო.

ესპანელი როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონია.