ოფიციალურად - კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
ოფიციალურად - კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა მთავარ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

64 წლის იტალიელ სპეციალისტს „სამეფო კლუბთან“ წინა ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში უსრულდებოდა და მას აქტიურად უკავშირებდნენ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს.

მიმდინარე სეზონში „რეალს“ ლა ლიგაში 45 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილის სათავეშია. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც პირველ ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გერმანულ „ლაიფციგს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ევროპული ფეხბურთის ყველაზე წარმატებულ კლუბში ჯერ 2013-15 წლებში მუშაობდა, შემდეგ კი 2021 წელს გახდა მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი. გუნდს მან ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ერთხელ ლა ლიგა მოაგებინა.

ახალი კონტრაქტით, კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალის“ მესაჭე 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება.