ოფიციალურად - კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ოფიციალურად - კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მთავარ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან. იტალიელი სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება ძალაში იქნება 2030 წლის ბოლომდე.

„ერთი წლის წინ ჩამოვედი ბრაზილიაში. პირველივე წუთებიდან მივხვდი, რას ნიშნავს ფეხბურთი ამ ქვეყნისთვის. ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით იმაზე, რომ ბრაზილიის ნაკრები მწვერვალზე დაგვებრუნებინა, მაგრამ კონფედერაციასა და მე მეტი გვინდა. მეტი მოგება, მეტი დრო, მეტი სამუშაო. მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ კიდევ ოთხი წელი ვიმუშავებთ ერთად. ერთად მივალთ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატამდე. მინდა, მადლობა გადავუხადო ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციას ნდობისთვის. მადლობა ბრაზილიას თბილი მიღებისა და სიყვარულისთვის“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

იტალიელი ბრაზილიის ნაკრებს 2025 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 10 მატჩი ჩაატარა: ხუთი მოგება, ორი ფრე და სამი წაგება.