ოფიციალურად - კარლო ანჩელოტი „რეალში“ დაბრუნდა #1TVSPORT
ოფიციალურად - კარლო ანჩელოტი „რეალში“ დაბრუნდა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახდა. იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც გაწყვიტა კონტრაქტი „ევერტონთან“, „სამეფო კლუბში“ ზინედინ ზიდანის ადგილს დაიკავებს.

61 წლის ანჩელოტი 2013-15 წლებში ავარჯიშებდა „რეალს“ და მადრიდულ გუნდთან ერთად ოთხი ტიტული მოიგო – ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი, ესპანეთის თასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.

„ევერტონმა“ კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე ვერ მოხვდა. კონტრაქტი ლივერპულურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.